“ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება.
როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს შეხვედრა ქალაქ ახალციხეში 18:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.