“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება.
ამის შესახებ “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ სიის პირველი ოცეულის წარდგენაზე განაცხადა.
სიის მეორე ნომერი ირაკლი კობახიძე იქნება, მესამე – ირაკლი ღარიბაშვილი, მეოთხე – შალვა პაპუაშვილი, მეხუთე – მამუკა მდინარაძე, მეექვსე – თეა წულუკიანი, მეშვიდე – ლაშა ტალახაძე, მერვე – ვახტანგ თურნავა, მეცხრე – მაკა ბოჭორიშვილი, მეათე – გენო პეტრიაშვილი, მეთერთმეტე – სოზარ სუბარი, მეთორმეტე – მარიამ ქვრივიშვილი, მეცამეტე – ანრი ოხანაშვილი, მეთოთხმეტე – ნიკოლოზ სამხარაძე, მეთხუთმეტე – ეკა ჭიჭინაძე, მეთექვსმეტე – შოთა ბერეკაშვილი, მეჩვიდმეტე – ლევან მახაშვილი, მეთვრამეტე – მიხეილ ყაველაშვილი, მეცხრამეტე – გიორგი გაბუნია, მეოცე – ლიკა შარტავა.