“ქართული ოცნების“ თბილისის პარტიული კონფერენციები დასრულდა.
კონფერენციებზე დედაქალაქის ათივე მუნიციპალიტეტის პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
“ქართული ოცნების“ ისნის ორგანიზაციას ისნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკა ელისაშვილი უხელმძღვანელებს;
ნაძალადევის ორგანიზაციას – დავით ჭელიძე;
ჩუღურეთის ორგანიზაციას – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რიმა ბერაძე;
დიდუბის ორგანიზაციას – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი;
ვაკის ორგანიზაციას – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ტურძელაძე;
კრწანისის ორგანიზაციას – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია;
საბურთალოს ორგანიზაციას – საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე;
სამგორის ორგანიზაციას – სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა სამხარაძე;
გლდანის ორგანიზაციას – თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე კოტე ზარნაძე;
მთაწმინდის ორგანიზაციას – მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით კირკიტაძე.
“ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები თბილისის გარდა, ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.