“ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი წიკლაური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ დალაქიშვილთან ერთად თეთრიწყაროს გოგონათა საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებს შეხვდა.
შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და გუნდის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
მერობისა და დეპუტატობის კანდიდატებმა გოგონათა გუნდთან ერთად ფეხბურთიც ითამაშეს.