“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდაზე, ლ. ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს. განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ახვლედიანი.