spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის  დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთის სოფლების:  ალამბრის, ზენითის, აჭყვისთავისა და კვირიკეს მეურნეობის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა  მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები