ქართულ კულტურულ ორგანიზაციათა ქოლგა გაერთიანება “ქართული სახლი” განცხადებას ავრცელებს.
“მიგვაჩნია, რომ საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს და საქართველოს კონსტიტუციას.
აქედან გამომდინარე, ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის 28 ნოემბრის განცხადებას და მოვითხოვთ, ესტონეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ზურაბ ხამაშურიძემ დააფიქსიროს თავისი პოზიცია და გაემიჯნოს საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ კურსს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, 2024 წლის 2 დეკემბრიდან, “ქართული სახლი” წყვეტს ყველანაირ თანამშრომლობას საქართველოს საელჩოსთან ესტონეთში”, – აღნიშნულია განცხადებაში.