spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქართველ ჩოგბურთელს ზოზია ქარდავას ხვალ ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება

ქართველ ჩოგბურთელს ზოზია ქარდავას ხვალ ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება.

 

თურქულ ანტალიაში 15.000-იან ტურნირზე მე-8 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა 28 ოქტომბერს მეოთხედფინალში ასპარეზობის მე-4 ნომერი იანა კარპოვიჩი (რუსეთი) – 2:6, 7:5, 7:5 დაამარცხა, რასაც 2 საათი და 50 წუთი მოანდომა.

 

მეორე ხელს ქარდავა ჯერ 4:0-ს, შემდეგ 5:2-ს იგებდა, მაგრამ მეტოქეს წონასწორობის აღდგენის საშუალება მისცა, თუმცა ბოლო ორ გეიმში იყოჩაღა. მესამე სეტში უკვე კარპოვიჩი იყო წინ 5:2, მაგრამ ამ კრიტიკულ სიტუაციაში წალენჯიხელმა ჩოგბურთელმა ძალების მობილიზაცია შეძლო და მეტოქეს ზედიზედ 5 გეიმი აართვა.

 

წყვილთა ნახევარფინალში ქარდავამ დენიზე ჰრდინკოვასთან (ჩეხეთი) ერთად რუსებს – კსენია აგურეევსა და დარია ზელინსკაიას – 7:6, 2:6, 12:10 მოუგო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები