spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა.

 

ომარ მხეიძე 1935 წელს ამბროლაურში, სოფელ სხვავაში დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი); 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი), სადაც 30 წელი იღვაწა. არის კინოკომპანია „ჯიმ შვანთეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი; 

 

1984–1989 წლებში თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი; ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი; ქართული რეპერტუარი: „ხევსურული სიუიტა“, „მხედრული“, „შეჯიბრი“, „მუხამბაზი“, „მთიელ ვაჟთა ცეკვა“, „ქაჯეთის აღება“; გასტროლები: 87 ქვეყანა ანსამბლთან ერთად. 

 

მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის: „წლის ადამიანი“ (გაზეთი „რაეო“, 2005), „ქართული კულტურის ამაგდარი“ (ქ. თბილისის მერია, 2009), „ქართული კულტურის რაინდი“ (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013), საპატიო სიგელი „სახალხო სიყვარული“, როგორც ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდა (საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია“, 2014), „საუკუნის მოცეკვავე“ (საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვეწეთა შემოქმედებითი კავშირი, 2014), „ხელოვნების ქურუმი“ (საქართველოს კულტურის სამინისტრო, 2015), პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, ფონდმა „ქართული გალობა“, 2016 წლის 8 ივნისს, ქართული ხალხური ცეკვის პოპულაპიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიანიჭა — „ღვაწლმოსილი მოცეკვავის წოდება“. 

 

2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

 

იყო თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და ფოთის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები