spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ქართველი მსახიობი ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს

შვეიცარიაში, ლოკარნოს რიგით 74-ე საერთაშორისო ფესტივალზე ელენე ნავერიანის ფილმის – „სველი ქვიშა“ პრემიერა გაიმართა. ფილმი ფესტივალის საკონკურსო სექციაში – Concorso Cineaste del Presente (აწმყოს რეჟისორები) აჩვენეს, სადაც მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მსახიობი გია აგუმავა დააჯილდოვეს.

 

ფილმი შავიზღვისპირა სოფელში მეგობრულად მცხოვრები მოსახლეობის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთს გასაჭირში ეხმარებიან და მიიჩნევენ, რომ ერთმანეთს კარგად იცნობენ. ერთ დღეს, 65 წლის ელიკო თავს იკლავს, მისი შვილიშვილი მოე კი, ბაბუის დაკრძალვაზე ჩადის. ელიკოს ტრაგიკული სიკვდილი გამოააშკარავებს მისი და ამნონის 22 წლის მალული სიყვარულის ამბავს და ფარდას ახდის ტყუილების ჯაჭვს, რომელშიც სოფელი წლები ცხოვრობდა.

 

ფილმი საქართველოსა და შვეიცარიის კოპროდუქციაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები