spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქართველი სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიაში სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონიაში გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მხარდაჭერით, სკოპიეში საქართველოს საპატიო კონსულის, პროფესორ მარკო ანდონოვის ინიციატივით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართველი სტუდენტებისათვის “საპრეზიდენტო სტიპენდიის“ დაწესების შესახებ.

 

სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში – University American College Skopje ქართველი სტუდენტების განაცხადების მიღება მოხდება ორ სამაგისტრო პროგრამაზე – საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება. სტიპენდია მოიცავს სწავლის საფასურის სრულად დაფარვას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

 

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადების შესახებ

 

უნივერსიტეტის ვებგვერდი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები