spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქართველი ჟურნალისტების შესვლის აკრძალვის საკითხზე საელჩომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა

კიევი: უკრაინაში საქართველოს საელჩომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით რამდენიმე ქართველი ჟურნალისტის უკრაინაში შესვლის აკრძალვის მიზეზების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ  Front News-ს საქართველოს ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ განუცხადა.

 

“ჩვენ რა თქმა უნდა, მომხდარის საქმის კურსში ვიყავით, ჩვენი კონსული იმყოფებოდა “ბორისპოლის” აეროპორტში. ჟურნალისტების სამი ჯგუფი იყო – “რუსთავი 2”, ტელეკომპანია “პირველი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი. მალევე მივმართეთ უკრაინის სასაზღვრო სამსახურს, საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენ გვაცნობეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჟურნალისტების შესვლის აკრძალვის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ჟურნალისტებმა ჩასვლის მიზეზი ვერ დაასაბუთეს, რის გამოც ისინი უკან გააბურნეს.  ჩვენ ასევე მივმართეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტით, აგვიხსნან ჩვენი მოქალაქეების უკან გაბრუნების მიზეზი”, – განაცხადა დუმბაძემ.

 

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი ჟურნალისტები უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. 

 

“ბოლოს, როდესაც მსგავსი შემთხვევა მოხდა, ჩვენ აგვიხსნეს, რომ ჟურნალისტები ჯგუფი და საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უკრაინის ტერიტორიაზე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არ შეუშვეს. საელჩო თითოეული კონკრეტული შემთხვევის გასარკვევად ყველა დიპლომატიურ საშუალებას იყენებს, ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ უკრაინის შიდა სიტუაციას, მაგრამ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი მოქალაქეებისადმი დამოკიდებულებას. თითოეულ შემთხვევაში ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანის უფლებების დასაცავად”, – განაცხადა ელჩმა.

 

5-6 დეკემბერს “რუსთავი 2”-ის, ტელეკომპანია “პირველის” და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფები უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები