მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის რეკორდული მატების პარალელურად პურზე ფასის გაზრდა საქართველოშიც სავარაუდოდ, გარდაუვალია.
არსებული ინფორმაციით, ქვეყანას ხორბლის მარაგი მხოლოდ რამდენიმე კვირას ეყოფა.
ფოთის პოსტის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორის ქეთი კუბლაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგები პრაქტიკულად, არ არსებობს.
“სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული ზამთარი გველოდება. ქვეყანაში ხორბლის მარაგები პრაქტიკულად, არ არსებობს. ხორბლის ფასი სავარაუდოდ, 20%-ით მოიმატებს, თუმცა ეს როგორ გადავა პურის ფასში, ამაზე პასუხი დარგის სპეციალისტებმა უნდა გასცენ“, – განაცხადა ქეთი კუბლაშვილმა.
მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმა 8%-ით მოიმატა.