spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენებისთვის იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს

ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს. როგორც ცნობილია, ისინი იქ მომვლელებად მუშაობდნენ.

უდინეს პროკურატურის ინფორმაციით, დამატებით კიდევ 17 ქალის წინააღმდეგ წინააღმდეგ საჩივარია შესული და მათ მიმართ ასევე მიმდინარეობს საქმის წარმოება.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულები ყალბი პირადობებით ამზადებდნენ შემოსავლების სამსახურში ფისკალურ კოდს, შემდეგ კი სხვა რეგიონებში გადადიოდნენ სამუშაოდ.

ყველა მათგანს ევროკავშირის ქვეყნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ. კერძოდ, სლოვაკეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის, რომლებიც იტალიაში ცხოვრებასა და მუშაობას არ კრძალავს.

არსებული ინფორმაციით, ისინი საზღვარგარეთ, 600 ევროს სანაცვლოდ დაამზადეს. თაღლითური სქემის დადასტურების შემთხვევაში ქართველებს იტალიიდან გამოაძევებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები