spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  ერთი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში გასაღებულ იქნა ჯამში 6 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 41 ცალი 100 დოლარიანი და 48 ცალი 50 დოლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები