spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ყაზახეთის მაღაროში დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ყაზახეთში მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

“იპოვეს 45 დაღუპული მაღაროელის ცხედარი, ერთი მაღაროელის ძებნა გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მანამდე 42 გარდაცვლილის შესახებ იყო ცნობილი.

 

შემთხვევის დროს შახტში მყოფი 252 მეშახტედან 208 ამოიყვანეს ზედაპირზე, მათგან 18-მა მიმართა სამედიცინო დახმარებას.

 

უბედური შემთხვევა ArcelorMittal Temirtau-ს კუთვნილ მაღაროში 28 ოქტომბერს, გამთენიისას მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მიზეზი ლავაში მეთანის აფეთქება გახდა. მომხდარის გამო 29 ოქტომბერი ყაზახეთში ეროვნული გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები