spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა გარდაიცვალა

26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა.

 

თორდუას ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.

 

მისივე თქმით, ბესიკ თორდუა კლინიკა “ვივა მედში” დღეს გარდაიცვალა. ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა სიკვდილის ზუსტი მიზეზი.

 

26 წლის ყაზახმა ქალმა 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 8-დან 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები