spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ყაზბეგის 32 ნომერში მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ყაზბეგის 32 ნომერში  მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. როგორც ისინი აცხადებენ, კომპანია “სქაი რეზიდენსი ” იქ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს, რაც მოქალაქეების განცხადებით, სახიფათოა.

კომპანიას ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას დიდი პროტესტი მოყვა. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, ამ კონკრეტულ ადგილას მხოლოდ 5-სართულიანი შენობის დადგმაა რეკომენდებული, თუმცა დაგეგმილია საპარკინგე ტერიტორია და 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობა.

“თბილისის მერიას მივმართეთ არაერთხელ. თბილისის მერია გვიბლოკავს საბუთებს, რომ ჩვენ კანონიერად მოვიქცეთ, წავიღოთ საბუთები სასამართლოში და წყნარად, მშვიდად ვაწარმოოთ პროცესი. რაც შეეხება მშენებლობას, ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში აქ იყო ულამაზესი ბაღი, 27 ჯანმრთელი ხე. ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო გვაქვს, როგორ მოჭრეს ამხელა ხეები. ხმა არ ამოგვიღია, ბიზნესისთვის ხელი არ შეგვიშლია. ჩვენ მათ მივმართეთ, მოლაპარაკებაზე წავედით, რომ ვინგრეოდით. სახლში გაჩნდა ბზარები, კორპუსი გადაიხარა 33 სანტიმეტრით. დადასტურდა ინჟინრებისგან, რომ აქ წყალი გაედინება, რადგან დარღვევით არის კორპუსი გადაკეთებული, რაზეც მერიამ მოაწერა ხელი. აქ უნდა მდგარიყო მხოლოდ 5-სართულიანი შენობა. ახლა გადააკეთეს და უნდათ 11 სართულის დადგმა, რომელიც ჩვენ გვიქმნის საფრთხეს, კორპუსი დაინგრევა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები