რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელმა, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყირიმის ე.წ “პარლამენტის ხელმძღვანელმა“ ვლადიმერ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ „უკრაინელმა ვანდალებმა“ ყირიმის ხიდზე სავალი ნაწილი დააზიანეს.
“ყირიმის ხიდზე მიყენებული ზარალი ოპერატიულად აღდგება, რადგან ისინი არ არიან მძიმე ხასიათის“, – განაცხადა მან.
8 ოქტომბერს დილით ცნობილი გახდა, რომ ყირიმის ხიდის სარკინიგზო ხაზზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საწვავის ტერმინალს გაუჩნდა.
მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციაში განაცხადეს, რომ სატვირთო მანქანის აფეთქების შემდეგ ყირიმის ხიდზე საწვავით სარკინიგზო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად მატარებლის საწვავის შვიდი ავზი დაიწვა.