spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები აქციებს ორშაბათიდან გააგრძელებენ

ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” გარდაცვლილი მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

 

გლოვის ნიშნად, დევნილებმა ავარიულ კორპუსზე, რომელიც ყოველდღე ინგრევა, შავი ლენტი გადმოფინეს, გარდაცვლილის ბოლო სიტყვებით – “იქნებ თქვენ მაინც “გეშველოთ”.

 

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილმა თავი მათი პრობლემის მოსაგვარებლად გაწირა და არ დაუშვებენ, მომხდარმა უშედეგოდ ჩაიაროს. ისინი საპროტესტო აქციებს ორშაბათიდან გააგრძელებენ და იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება ბინებით არ უზრუნველყოფთ.

 

24 იანვარს აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მომხდარს “უბედური შემთხვევა” უწოდა და განაცხადა, რომ ეს დევნილების პრობლემას არ უკავშირდებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები