83 წლის ასაკში მათემატიკოსი, პედაგოგი და პოლიტიკოსი რუსუდან ბერიძე გარდაიცვალა.
რუსუდან ბერიძემ 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1965 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ლექტორი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი “მშვიდობა“. იყო სპიკერის მოადგილე და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 1997-2005 წლებში – ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
რუსუდან ბერიძე არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.