spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ქეშალოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხეირ ხაბაროვს პატიმრობა შეუფარდა.

 

ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

 

46 წლის მამაკაცს სახელმწიფო ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

 

ხაბაროვმა ჯერ ყოფილი ცოლი დაჭრა, ქალის ამჟამინდელი მეუღლე იაშარ ჯაფაროვი კი მისივე სახლში მოკლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები