ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გვიან, ღამით, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე 25 წლამდე მამაკაცმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.