ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, “საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, დამატებითი საპოლიციო ძალები და სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა.
ბოლო ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება თავდამსხმელთან.
კახეთში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მძარცველი დაახლოებით 2 საათის წინ შეიჭრა. სავარაუდოდ, ის ხელყუმბარით არის შეიარაღებული და მძევლები ჰყავს აყვანილი.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.