spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს”

ვგეგმავთ საპროტესტო აქციას, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით საზოგადოებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს, –  ამის შესახებ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მოძრაობის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ათონელის ქუჩაზე გააკეთეს.

 

“16 მაისს სრულდება 1 წელი, რაც ნიკა გვარამია იმყოფება უკანონო პატიმრობაში ამ განაჩენის გამოტანით, ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაგვაშორა ევროპულ მომავალს, მოახდინა ევროკავშირის წევრობის საბოტაჟი და ვინაიდან დღეს ნიკა გვარამიას გათავისუფლება იმ 12 რეკომენდაციიდან მე-7 რეკომენდაციას წარმოადგენდა. ნიკა გვარამიას განაჩენი არის ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობს კლასიკური დადასტურება და ჩვენ რამდენიმე დღის უკან ვიხილეთ, რომ აშშ-მა დაასანქცირა 4 მოსამართლე, რაც არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ რეალურად ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გაგვაჩნია.

 

სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მოლოდინისა, წინასააღდგომოდ არ შეიწყალა ნიკა გვარამია. სალომე ზურაბიშვილი ამ ბერკეტის არგამოყენებით და უმოქმედობით, პრაქტიკულად თანამონაწილე გახდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებისა, ახანგრძლივებს ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობას და ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. ამ კონტექსტში მიგვაჩნია, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა 18 აპრილს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან.

 

ჩვენი მოძრაობა იწყებს მუშაობის ახალ ეტაპს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, ასევე ყველა ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციას, რათა კოორდინირებული მოქმედებებით მაქსიმალური წნეხი განვახორციელოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე და ვაიძულოთ ისინი უმოკლეს ვადაში გაათავისუფლონ ნიკა გვარამია, რაც აღადგენს კანონიერებას და დაგვაახლოებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

 

ჩვენ ასევე ვგეგმავთ საპროტესტო აქციას, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით საზოგადოებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები