spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ყველას საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ პარლამენტში” 

ყველას საერთო, კონსოლიდირებული, რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ სართო ენა, და ჩვენ ყველამ ერთად, პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსხვავებული პოზიცია არავის დაუფიქსირებია.

"დღეს მე მქონდა ევროპარლამენტში შეხვედრები. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან იმ ხალხთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს უკეთესი მომავლით. ყველას საერთო, კონსოლიდირებული, საერთო რჩევა არის შემდეგი – რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ სართო ენა, და ჩვენ ყველამ ერთად, პოლიტიკური ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. მე მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სულ ახლახანს მქონდა საინტერესო საუბარი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ მაკალისტეთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან, რომლებიც რეალურად დაინტერსებულები არიან ჩვენი ქვეყნის მომავლით", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები