spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ყველაზე დიდი გაცვლა ცივი ომის შემდეგ” – ბაიდენი რუსეთთან პატიმრების გაცვლას ადასტურებს

დასავლეთი რუსეთთან 16 პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე შეთანხმდა, სამი ამერიკელი და ერთი მწვანე ბარათის მფლობელი უკვე სახლში ბრუნდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

 

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში ბრუნდებიან: ევან გერშკოვიჩი, Wall Street Journal-ის რეპორტიორი; პოლ უელანი, საზღვაო ვეტერანი; ალსუ კურმაშევა, რადიოჟურნალისტი;

 

“შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფდა მათ თავისუფლებას, იყო დიპლომატიური წარმატება. საერთო ჯამში, ჩვენ შევთანხმდით 16 ადამიანის გათავისუფლებაზე რუსეთიდან, მათ შორის ორი გერმანელის და რუსეთის შვიდი მოქალაქის, რომლებიც იყვნენ პოლიტპატიმრები საკუთარ ქვეყანაში”, – განაცხადა მან.

 

თეთრი სახლის მეთაური ასევე მიესალმა მოკავშირეების ძალისხმევას, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ რთულ მოლაპარაკებებში ამ შედეგის მისაღწევად. ეს ეხება: გერმანიას, პოლონეთს, სლოვენიას, ნორვეგიას და თურქეთს.

 

“ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: მე არ შევწყვეტ მუშაობას მანამ, სანამ მთელ მსოფლიოში უსამართლოდ დაკავებული ან მძევლად მყოფი ამერიკელი არ გაერთიანდება ოჯახთან ერთად. ჩემმა ადმინისტრაციამ უკვე დააბრუნა სახლში 70-ზე მეტი ამერიკელი, რომელთაგან ბევრი ტყვეობაში ჩემს თანამდებობაზე მოსვლამდე იმყოფებოდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

როგორც ამერიკის ლიდერის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, ეს იყო ყველაზე დიდი გაცვლა ცივი ომის შემდეგ ადამიანთა რაოდენობის თვალსაზრისით.

 

სალივანმა აღნიშნა, რომ გაცვლის სიაში სულ 24 პატიმარი იყო.

 

გათავისუფლებულთა შორის არიან რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა, რუსი დისიდენტი ილია იაშინი და FSB ოფიცერი, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები