spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ყველაზე მასიური შეტევა კიევზე – ჩამოგდებულია მტრის 40-ზე მეტი დრონი, არის მსხვერპლი

28 მაისის ღამეს რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს კიევის თავზე 40-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. ეს გახდა უკრაინის დედაქალაქზე ყველაზე მასიური შეტევა, არის ნგრევა და მსხვერპლი, – ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა.

 

28 მაისის თავდასხმა მიმდინარე თვის განმავლობაში უკვე მე-14 იყო.

 

“დღეს მტერმა გადაწყვიტა კიეველებს “მიულოცოს“ კიევის დღე მათი მომაკვდინებელი უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით. წინასწარი შეფასებით, ეს იყო ყველაზე მასიური შეტევა დრონებით -Shahed-ებით, რომელიც რამდენიმე ტალღად განხორციელდა, საჰაერო თავდასხმა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

 

წინასწარი მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებით 40-ზე მეტი დრონი გაანადგურეს.

 

ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევის სხვადასხვა რაიონში არის მსხვერპლი და ნგრევა:

 

გოლოსეევსკის რაიონში ნამსხვრევები 7-სართულიან არასაცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს; ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავს, ერთ-ერთი სამშენებლო მოედნის ტერიტორიას, მზა პროდუქციის საწყობებს, განადგურდა 1000 კვ.მ. მ, დაშავდა ერთი ადამიანი.

 

პეჩერის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა სახლის სახურავს. დარნიცას რაიონში ერთ-ერთ მაღაზიაში მინები და კარი დაზიანდა.

 

როგორც საქალაქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების სამსახურები ყველა ადგილზე მუშაობენ, მსხვერპლთა და ნგრევის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია მუდმივად ახლდება და ზუსტდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები