spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქმრის მიერ მოკლული ქალის დედა ამ დრომდე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში რჩება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმრის მიერ მოკლული სოფო კვარაცხელიას დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის შედარებით სტაბილურია. 

 

კარდიოლოგ დავით გაბელაიას თქმით, პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა უტარდება.

 

“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. დამატებით ინფორმაციას, ამ ეტაპზე პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვასაჯაროებთ. ჯერჯერობით, გაწერა არ იგეგმება, ეს დამოკიდებულია როგორი იქნება პაციენტის მდგომარეობა,” – განაცხადა კარდიოლოგმა დავით გაბელაიამ.

 

მკვლელობა თბილისში 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. ხათუნა ნაჭყებია ინფარქტის დიაგნოზით ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკვლელობის დღეს მოათავსეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები