spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე გათავისუფლდა პატიმრობიდან, – ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.

 

მისი თქმით, მძიმე მუხლით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.

 

“ვის რას უმზადებს განგება, არავინ იცის. გავაცილებ ახლა სამტრედიაში, მაგრამ სახლში არავინ ელოდება. მეუღლე მოუკლეს, შვილები მინდობით აღზრდაში გაიყვანა სოციალურმა სამსახურმა, ძმები და ძმისშვილი დააპატიმრეს და მოუწევს ნაქირავები სახლის ნესტიან კედლებში საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა.

 

მძიმე ღამე ელის. ეზოში ისევ სისხლის კვალია და ბავშვების ფეხსაცმელია მიმოფანტული. უმძიმესი ცხოვრება აქვს ამ პატიოსან და საცოდავ გოგოს, რომელიც გადაყოლილი დედაა მისი შვილებისთვის. ჯანმრთელობას ვუსურვებ და მშვიდ ცხოვრებას ნატო ხელაძეს და მის შვილებს”, – აცხადებს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.

 

მკვლელობა სამტრედიაში 2 აპრილს მოხდა. სამართალდამცველებმა მეუღლის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, მას დანაშაული არ ჩაუდენია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები