ქობულეთი-ბათუმის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.