“ეროვნულ ლიგაში” დაწინაურებულ ქობულეთის “შუქურაში” მძიმე ფინანსური მდგომარეობაა.
“შუქურამ” “ეროვნული ლიგა 2” მოიგო, თუმცა ამის მიუხედავად ფეხბურთელებს რამდენიმე თვის ხელფასი და საჩემპიონო პრემია არ აუღიათ. კლუბი კონტრაქტით არსებულ შეთანხმებას არღვევს, ხელმძღვანელები კი ფეხბურთელების ზარებს არ პასუხობენ.
Geo_Team-ის ინფორმაციით, გუნდი იანვრის დასაწყისში იწყებს შეკრებას, თუმცა კლუბის ფეხბურთელები ვარჯიშზე გამოცხადებას არ აპირებენ.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი