spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქობულეთში 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქობულეთში 3 ადამიანის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.  სოფელ გვარაში ერთმანეთს ორი ჯგუფი  გუშინ გვიან ღამით დაუპირისპირდა. 

 

თვითმხილველის თქმით, ჩხუბის დაწყებამდე მამაკაცები სატვირთო ავტომანქანას მანდარინით ტვირთავდნენ.

 

დაზარალებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათ ჭრილობები  გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული.

 

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები