ქობულეთში, სოფელ ხუცუბანთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორსული ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მიღებული ტრავმის შედეგად, ქალი ადგილზე დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.