ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.