ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოლო ერთ კვირაში ერთ ბინაში 3 გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TV25 ავრცელებს.
მისივე ცნობით, ბოლო გარდაცვლილი მამაკაცი სახლიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს, ამ წუთებში კი კორპუსში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ბინაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში უცნობ ადამიანებს ხედავდნენ, თუმცა მათ მოტივის დასახელება უჭირთ.