ქობულეთში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
TV25-ის ცნობით, შემთხვევა რუსთაველის ქუჩის 136 ნომერში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია.
ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.