გლდანში, ერთ-ერთ რესტორანში მონიტორინგის შედეგად შრომის ინსპექციის შესაბამისმა სამსახურმა აკრძალული სოციალური ღონისძიება გამოავლინა. ინფორმაციას ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.
რესტორანში ქორწილს აღნიშნავდნენ, რის გამოც, იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.
შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილებით, აკრძალული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირისთვის კი ჯარიმა 10 000 ლარია.