ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დააბრუნეს.
აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, რის გამოც ეკიპაჟმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
პილოტებს საწვავის მარაგის დასახარჯად აეროპორტის თავზე ფრენა მოუხდათ.
60 წლამდე მამაკაცი, რომელიც შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.
ქუთაისი-პარიზის რეისი 21:30 საათზე შესრულდება.