ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.