spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვლავ შეჩერებულია

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვლავ შეჩერებულია. ამ დრომდე ვერ შესრულდა რეისი ატირაუს და აქტაუს მიმართულებით.

 

მგზავრები აეროპორტში იმყოფებიან, მათი თქმით, არ იციან, როდის განხორციელდება ფრენა და ვერც ყაზახეთში ახერხებენ ახლობლებთან კომუნიკაციას.

 

კომპანია “ფლაი არისტანის” ინფორმაციით, ატირაუსთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება, აქტაუს მიმართულებით კი ფრენები გადაიდო და ზუსტი დრო როდის განხორციელდება, უცნობია. მისივე ცნობით, ელოდებიან განახლებულ ინფორმაციას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები