ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ბეტონის ჯებირს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც აფეთქდა.
როგორც Front News-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, 4 ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი კლინიკაში.
მძიმეა კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა.