spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისის მერიამ კულტურის სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

ქუთაისის მერიამ კულტურის სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა დაიწყო.

 

მერიის ინფორმაციით, ქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის პროექტის EU4Culture  გრანტის საშუალებით. 

 

ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი ოფიციალურად 14 დეკემბერს,  10:30 საათზე, სასტუმრო “ბაგრატი 1003“-ში გაიხსნება

 

ღონისძიებაზე გაიმართება დაინტერესებული  მხარეების პლატფორმის ფუნქციონირების და შესაძლებლობების  პრეზენტაცია, ჩატარდება სტრატეგიის შემუშავების მეთოდიკის ამსახველი სემინარი, ხოლო პანელურ დისკუსიაზე ისაუბრებენ კულტურის განვითარების სტარტეგიის ფორმირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები