ქუთაისის მერიასთან მოძრაობა “ჩვენ ვათენებთ” წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა სავარაუდოდ, სამი ადამიანი დააკავეს, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა.
დაპირისპირება აქტივისტების მიერ სტენსილის დახატვის მცდელობის შემდეგ დაიწყო.
აქტივისტების თქმით, ისინი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ.
სამართალდცველების თქმით, აქტივისტები დააკავეს, რადგან მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილენ.