ქუთაისში, მერიის შენობაში, მედიაცენტრის ოთახიდან ორი ტელევიზიის კუთვნილი ნივთები მოიპარეს.
კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი პირი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის ოთახში ფანჯრიდან 07:15 საათზე შევიდა.
წაღებულია “მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და “ტვ პირველის” კუთვნილი კამერა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.