spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისის საკრებულოს წევრი “ქართულ ოცნებას” ტოვებს და გახარიას გუნდს უერთდება

ქუთაისის საკრებულოს წევრი ელისო არჩაია “ქართულ ოცნებას” ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. 

 

“ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების” გუნდში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. მე ვეღარ ვახერხებ თქვენს დახმარებას სათანადოდ. ვეღარ ვაგვარებ იმ პრობლემებს, რომლებიც თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე არ მეძლევა ამის საშუალება ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო და დავრწმუნდი, რომ ამ გუნდში აღარც მომავალში მექნება თქვენთვის მეტის გაკეთების საშუალება. 

 

მე მივიღე გადაწყვეტილება ვიბრძოლო ღირსეული, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, რომელსაც ვენდობი და რომელსაც ნამდვილად აქვს ძალა ქვეყნის მომავალი შეცვალოს. 

 

დღეიდან, ბატონი გიორგი გახარიას გუნდში მე უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ ამ ქალაქისთვის, ვიდრე ეს როდესმე გამიკეთებია, რადგან ეს არის გუნდი, რომლის მთავარი მიზანი ცვლილებებია. მე არსად არ მივდივარ. ვრჩები თქვენთან და ვაგრძელებ ბრძოლას პარტია ,,საქართველოსთვის” სახელით. ბრძოლას უიმედობისა და სიღარიბის დასრულებისთვის და რაც მთავარია, ჩვენი უნიკალური ქალაქის განვითარებისთვის.

მე ამის საშუალება და ბერკეტი მომეცა ეხლა ისე, როგორც არასდროს. მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს”, – წერს ელისო არჩაია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები