spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრს ავტომანქანა დაუზიანეს

ქუთაისში საკრებულოს დეპუტატს გიორგი გახარიას პარტიიდან “საქართველოსთვის” ელეონორა არჩაიას ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

 

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.  

 

“ეკლესიაში წირვაზე ვიყავი, გამოსულს კი ავტომობილის მინა ჩამსხვრეული დამხვდა. არ ვიცი, ავტომობილი ვინ დააზიანა, თუმცა “ქართული ოცნებიდან” გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის შემდეგ ზეწოლა დაიწყო”, – განაცხადა არჩაიამ.  მისი თქმით, ფიქრობს, რომ საფრთხე მის ბიზნეს საქმიანობასაც ემუქრება.

 

ადგილზე იმყოფება პოლიცია. ელეონორა არჩაია წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო “ქართული ოცნებიდან”, ახალი მოწვევის საკრებულოში კი პარტია “საქართველოსთვის” სიის პირველი ნომერია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები