ქუთაისის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, სასტუმრო “დიმასის” ტერიტორიაზე გამვლელებმა მამაკაცი იპოვეს, რომელსაც მრავლობითი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ის უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი მეზობელმა დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქუთაისის საკრებულოს წევრია.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.