spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს რეაბილიტირებული შენობით და ახალი აუდიტორიებით შეხვდა

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს და პირველკურსელებს წელს რეაბილიტირებული შენობით, ახალი აუდიტორიებით, განახლებული ლაბორატორიული ცენტრით და განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით შეხვდა.

 

უნივერსიტეტის საზეიმოდ მოწყობილ ეზოში, მისალმების ოფიციალური ნაწილი  რექტორის, პროფესორ გოჩა თუთბერიძის,  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის, ასევე მედიცინის ფაკულტეტების დეკანების გამოსვლით დაიწყო და შემეცნებითი თამაშებით გაგრძელდა, რომელიც  პირველკურსელებისთვის სპეციალურად შეიქმნა UnikGame-ს  სახელწოდებით.

 

ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცნობაც უჩვეულო გარემოში მოახერხეს.

 

პირველი დღის სალექციო კურსის შემდეგ, ქუთაისის უნივერსიტეტი ყველა პირველკურსელისთვის სპეციალური ღონისძიებისთვის ემზადება, რომელიც დღეს საღამოს უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები