spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქუთაისის უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

ქუთაისის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ აბიტურიენტთა რეგისტრაცია გრძელდება.

 

რეგისტრაციის პროცესი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

 

უნივერსიტეტის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, Unik-ის პირველ პრიორიტეტად არჩევის შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის საფასური საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის სრული ვადით 2250 ლარის ნაცვლად 1800 ლარია.

 

სტუდენტები ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლას მედიცინის და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტებზე შეძლებენ.

 

რეგისტრაცია 3 სექტემბერს დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები